Monday, January 27, 2014

დღე-1

დღევანდელი რეფლექსია:  - ჩემთვის უახლესი ინფორმაცია მივიღე პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით პროექტის სახელმძღვანელოს გამოყენებით,
                                                   - შევქმენი საკუთარი ელექტრონული საქაღალდე და  შესაბამისი მასალებით შევავსე;
                                                      -ბლოგს შევუცვალე სახელი "პორტფოლიო"
                                                        - მივიღე ინფორმაცია პორტფოლიოს ჩეკლისტთან დაკავსირებით;

Tuesday, January 14, 2014

პროექტი-"თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა" (არაძალადობრიობა-კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზები)

1.       პროექტის სახელწოდება: - „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“; ( არაძალადობრიობა - კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი  გზები)
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: - მოსწავლეებში კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების, ფაქტების დახარისხების, ცხოვრებისეული მაგალითების მოძიების, ცოდნის შეფასების, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთდაკავშირების, მიღებული შედეგების უნარ-ჩვევების განვითარება;
3.       პროექტის აქტუალობა: - მოსწავლეები კონფლიქტური სიტუაციების კვლევა-ძიების საფუძველზე მოახდენენ საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებას, ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთდაკავშირებას, წაკითხულისა  და მოძიებულის ერთმანეთთან შედარებას,  ანალიზსა  და  შეფასებას, რაც განავითარებს მათ დამოუკიდებელ აზროვნებას და შემეცნებით-შემოქმედებით გემოვნებას;
4.       პროექტის მიზნები: - კონფლიქტური საკითხების კვლევა-ძიება, ანალიზი, ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალების მოძიება, გაანალიზება, ესეს და ნახატის შესრულება, პრეზენტაცია, დისკუსია, საზოგადოების გამოკითხვა კონფლიქტებისა და მათი მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით, ვიდეო ჩანაწერის გაკეთება,  შესაბამისი სქემის შექმნა ვორდში, ბუკლეტების დამზადება, კედლის გაზეთის გამოშვება;
5.       მონაწილეთა ასაკი: - 13-14 წელი; (მე-8 კლასი);
6.       ვადები/ხანგრძლივობა: - 2013 წლის ნოემბერი;
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: - მოსწავლეები შეძლებენ ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესაბამის ეპოქებთან დაკავშირებას; შეისწავლიან კონფლიქტის გამომწვევ  მიზეზებს, მათი  განვითარების გზებსა და შედეგებს; შეძლებენ მსჯელობას სახელმწიფო მმართველობის ფორმის, პოლიტიკური რეჟიმის ურთიერთკავშირისა და სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო პირობების შესახებ; მათ განუვითარდებათ დამოუკიდებელი, კრიტიკული, შემოქმედებით-შემეცნებითი აზროვნება; შეძლებენ წიგნისა და კომპიუტერის სათანადოდ გამოყენებას ახალი ინფორმაციებისა და ცოდნის მიღების მიზნით; გამოცემენ ბუკლეტებს, კედლის გაზეთს; შექმნიან ბლოგს შესაბამის მოძიებულ მასალებთან დაკავშირებით;
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: - სახელმძღვანელო, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები (თეთრი, ფერადი), ფორმატი, მარკერები, ციფრული გადამღები, პროექტორი, მონიტორი;
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): - მოსწავლეები ახასიათებენ კონფლიქტის ტიპებს, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, მათი მოგვარების გზებს, შედეგებს და ფერადი ფურცლებით ავსებენ ასოციაციურ რუკას დაფაზე, შემდეგ ჯგუფებად დაყოფილები წარმოადგენენ თავიანთ დავალებებს შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტების შესახებ მე-18 საუკუნის ევროპაში; - პირველი ჯგუფი - „ საფრანგეთი და 1789 წლის რევოლუცია ;“   მეორე  ჯგუფი -„ინგლისის რევოლუცია;“ მესამე ჯგუფი - „ ბრძოლა აშშ-ის დამოუკიდლობისათვის;“ ინტერნეტის საშუალებით მოძიებული მასალებით დაამზადებენ ბუკლეტებს ვორდში, შექმნიან ბლოგებს, კვლევა-ძიების დასასრულს გამოცემენ კედლის გაზეთს, დაწერენ ესეს ან შეასრულებენ ნახატს და მოახდენენ მათ პრეზენტაციას, მეგობრებთან გამართავენ დისკუსიას და აწარმოებენ გამოკითხვას  საკითხზე „ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების რა გზები და საშუალებები არსებობს?“ გამოკითხვის შემდეგ შეადგენენ სქემას პროცენტული მონაცემების მიხედვით;
10.    საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: - მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; -შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს; - მოსწავლე მსჯელობს სახელმწოფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჯიმიოს ურთიერთკავშირის შესახებ; - ახასიათებს სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის საჭირო პირობებს; - აანალიზებს ადამიანის უფლებების საფუძვლებს და მათი განვითარების ისტორიულ პირობებს;
11.   პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი: - ია ჩადუნელი;    
12.   ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: - iaa.chaduneli@gmail. com       
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: