1.
პროექტის
სახელწოდება: -“ გრაგნილიდან
ელექტრონულ გამოცემამდე”;
2.
პროექტის
მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: -მოსწავლეთა მიერ თანატოლებსა
და თანამედროვე საზოგადოებაში კითხვისადმი ინტერესისა და დამოკიდებულების კვლევა;
3.
პროექტის
აქტუალობა: -კითხვისადმი ინტერესი გაიზრდება,მოახდენენ წაკითხულის
და მოძიებულის ერთმანეთთან შედარებას, გააკეთებენ ანალიზსს და შეფასებას, რაც განავითარებს
დამოუკიდებელ აზროვნებას, აამაღლებს შემეცნებით-შემოქმედებით გემოვნებას;
4.
პროექტის
მიზნები: -დამოკიდებულების კვლევა და პროექტის მიზნები:-კითხვისადმი
ანალიზი;ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალების მოძიება და გაანალიზება;ესეებისა
და თემების დაწერა-პრეზენტაცია; დისკუსიის,აქციის, ლიტერატურული კომპოზიციის და მხატვრული
კითხვის კონკურსის ჩატარება კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით;
5.
მონაწილეთა
ასაკი: -13-14 წელი;
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
-2014 წლის მარტი-აპრილი(2 თვე)
7.
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: -კითხვისადმი
მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა;კითხვის მიზნის განსაზღვრა და შესაბამისი სტრატეგიის არჩევა;
დამოუკიდებელი აზროვნების,შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების
განვითარება; წიგნისა და კომპიუტერის სათანადოდ გამოყენება ახალი ინფორმაციებისა და
ცოდნის მიღების მიზნით; გამოიცეს ბუკლეტები აword-ში , კედლის გაზეთი,
მოძიებული მასალები გამოქვეყნდეს ბლოგზე; სლაიდები აიტვირთოს power point-ში; წიგნთან საზოგადოების
დამოკიდებულება - სტატისტიკური გამოკითხვა-excel-ში
გაკეთდეს სქემის სახით;
8.
პროექტისათვის
საჭირო რესურსები: - სახელმძღვანელო, კომპიუტერი,თაბახის ფურცლები(თეთრი-ფერადი)
ფორმატი,მარკერები,ციფრული გადამღები,პროექტორი,მონიტორი.
9.
პროექტის
მსვლელობა(ძირითაბებიდი აქტივობები); - მოსწავლეები
იყოფიან ჯგუფებად:1-ჯგ.-ეძლევათ დავალება,რომ მოიძიონ მასალები ინფორმაციის გადაცემის
საშუალებებზე უძველესი დროიდან დღემდე; 2-ჯგ.-მოიძიებენ მასალებს წიგნის ბეჭდვის ქსილოგრაფიული
და ტიპოგრაფიული მეთოდების შესახებ და მოახდენნ მათ ერთმანეთთან შედარებას; 3-ჯგ.-მოახდენენ
ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობისა და მათი განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას;
თითოეული ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტებს word-ში;გამოაქვეყნებენ ბლოგზე, ატვირთავენ სლაიდებს pover point-ში.კვლევების
დასასრულს დაწერენ ესეს, მოახდენენ მათ პრეზენტაციას, გამართავენ მეგობრებთან დისკუსიას, ჩაატარებენ ლიტერატურულ კომპოზიციას
და მხატვრული კითხვის კონკურსს კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: -მოსწავლეები
შეძლებენ და ისტორიულ ეპოქებთან დააკავშირებენ
ფაქტებსა და მოვლენებს;
-მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას
კომუნიკაციის განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე;
გამოიმუშავებენ დამოუკიდებელ აზროვნებას,კვლევას,
მსჯელობა-ანალიზის უნარს;გამოიყენებენ სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას;
განსაზღვრავენ კითხვის მიზანს.
11.პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი) : ია ჩადუნელი
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა : iaa.Chaduneli@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: