საბაზო საფეხური
|
მეცხრე კლასი
|
გაკვეთილის თემა
|
ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა
|
გაკვეთილის მიზანი
|
-ისტორიული განვითარების პროცესში კულტურული მემკვიდრეობისა და ცვლილებების
გააზრება-შეფასება;
-სხვადასხვა ტიპის წყაროდან ინფორმაციის მოპოვება ქართული კულტურის თავისებურებების
შესახებ ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში;
-კვლევა ქართული ხიდთმშენებლობის, როგორც ტექნიკური შემოქმედების თვალსაჩინო
დარგის შესახებ;
|
წინარე ცოდნა
|
ქართულ სამეფოებს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ქონდათ
საბერძნეთის, რომის და წინა აზიის ქვეყნებთან, რაც აისახებოდა ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე;ქართველ
ხალხს თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად საკმაოდ მაღალი თვითმყოფადი,
მაგრამ არა კარჩაკეტილი კულტურა ქონდა.
საქართველო გეოგრაფიული მდგომარეობით წარმოადგენდა ბუნებრივ ხიდს აღმოსავლეთსა
და დასავლეთს შორის და ამიტომაც აქ ხდებოდა ორივე მხრიდან მომდინარე ტრადიციების
საინტერესო შერწყმა,რაც თავისებურ იერს აძლევდა ქართულ კულტურას მთელი მისი არსებობის
მანძილზე,განსაკუთრებულობით გამორჩეულია ქართველი ხალხის ტექნიკური შემოქმედების
ნიმუში-ხიდთმშენებლობა,რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა მოსახლეობისთვის.
|
ინდიკატორი-ეროვნული სასწავლო გეგმა
|
-მოსწავლეს შეუძლია რუკაზე აღნიშნოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი
სხვადასხვა ეპოქის სავაჭრო გზები;
-ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და მსჯელობს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე,
რომლებიც ხელს უწყობდნენ ან უშლიდნენ ვაჭრობის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში;
-მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოში ტრანსპორტის
განვითარებასთან ერთად;
-მსჯრლობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან ეკონომიკური
უსაფრთხოების შესახებ.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
გაკვეთილი იწყება მინი ლექციით ქართული კულტურის თავისებურებების შესახებ
ანტიკურ და ფეოდალურ ეპოქაში და არქიტექტურული ნაგებობების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე
მოსახლეობისათვის.[5წთ,]
A-ფაზა
/გამოწვევა
აქტივობა1,დრო
20წთ.
-რუკის გამოყენებით ასახელებენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო
გზებს სხადასხვა ეპოქაში;
-მუშაობენ წყვილებში ცხრილებზე,სახელმძღვანელოს და მოძიებული მასალების
საშუალებით აჯგუფებენ ვაჭრობის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებს;
-მსჯელობენ თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები გადასაადგილებელი
საშუალებების პარალელურად;
-გამოკვეთენ ქართველი ხალხის ტექნიკური შემოქმედების ძირითად დარგს-ხიდთმშენებლობას,რომელიც
ხელოვნებაში მაღალ დონეზე იდგა,ხელს უწყობდა მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებას
და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას;
B-ფაზა
აქტივობა2,დრო
10წთ.
ინდივიდუალური მუშაობა სქემაზე-ეძლევათ დავალება თეზისების სახით ჩამოაყალიბონ
მოპოვებული და გაკვეთილზე დამუშავებული ინფორმაცია.
C-ფაზა
საშინაო დავალება,დრო
5წთ.
გაკვეთილის არგუმენტირებული შეფასება მასწავლებლის მიერ.
|
შეფასება
|
განმავითარებელი-თვითშეფასება
აწარმოონ საკუთარ სასწავლო აქტივობაზე ჩანაწერები თვითშეფასების ცხრილში[5წთ.]
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო,წყაროები, რუკა,ცხრილები,ინტერნეტ-ინფორმაცია,ფოტო- მასალები,
სლაიდები.
|
Monday, December 16, 2013
გაკვეთილის გეგმა-ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment