Thursday, December 19, 2013

პროექტი-გრაგნილიდან ელექტრონულ გამოცემამდე

1.      პროექტის სახელწოდება: - გრაგნილიდან ელექტრონულ გამოცემამდე;
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: -მოსწავლეთა მიერ თანატოლებსა და თანამედროვე საზოგადოებაში კითხვისადმი ინტერესისა და დამოკიდებულების კვლევა;
3.      პროექტის აქტუალობა: -კითხვისადმი ინტერესი გაიზრდება,მოახდენენ წაკითხულის და მოძიებულის ერთმანეთთან შედარებას, გააკეთებენ ანალიზსს და შეფასებას, რაც განავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, აამაღლებს შემეცნებით-შემოქმედებით გემოვნებას;
4.      პროექტის მიზნები: -დამოკიდებულების კვლევა და პროექტის მიზნები:-კითხვისადმი ანალიზი;ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალების მოძიება და გაანალიზება;ესეებისა და თემების დაწერა-პრეზენტაცია; დისკუსიის,აქციის, ლიტერატურული კომპოზიციის და მხატვრული კითხვის კონკურსის ჩატარება კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით;
5.      მონაწილეთა ასაკი: -13-14 წელი;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: -2014 წლის მარტი-აპრილი(2 თვე)
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: -კითხვისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა;კითხვის მიზნის განსაზღვრა და შესაბამისი სტრატეგიის არჩევა; დამოუკიდებელი აზროვნების,შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება; წიგნისა და კომპიუტერის სათანადოდ გამოყენება ახალი ინფორმაციებისა და ცოდნის მიღების მიზნით; გამოიცეს ბუკლეტები word-ში , კედლის გაზეთი, მოძიებული მასალები გამოქვეყნდეს ბლოგზე; სლაიდები აიტვირთოს power point-ში; წიგნთან საზოგადოების დამოკიდებულება - სტატისტიკური გამოკითხვა-excel-ში გაკეთდეს სქემის სახით;
8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები: - სახელმძღვანელო, კომპიუტერი,თაბახის ფურცლები(თეთრი-ფერადი) ფორმატი,მარკერები,ციფრული გადამღები,პროექტორი,მონიტორი.
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითაბებიდი აქტივობები); - მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად:1-ჯგ.-ეძლევათ დავალება,რომ მოიძიონ მასალები ინფორმაციის გადაცემის საშუალებებზე უძველესი დროიდან დღემდე; 2-ჯგ.-მოიძიებენ მასალებს წიგნის ბეჭდვის ქსილოგრაფიული და ტიპოგრაფიული მეთოდების შესახებ და მოახდენნ მათ ერთმანეთთან შედარებას; 3-ჯგ.-მოახდენენ ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობისა და მათი განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას;
თითოეული ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტებს word-ში;გამოაქვეყნებენ ბლოგზე, ატვირთავენ სლაიდებს pover point-ში.კვლევების დასასრულს დაწერენ ესეს, მოახდენენ მათ პრეზენტაციას, გამართავენ მეგობრებთან დისკუსიას, ჩაატარებენ ლიტერატურულ კომპოზიციას და მხატვრული კითხვის კონკურსს კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: -მოსწავლეები შეძლებენ  და ისტორიულ ეპოქებთან დააკავშირებენ ფაქტებსა და მოვლენებს;
-მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას კომუნიკაციის განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე;
გამოიმუშავებენ დამოუკიდებელ აზროვნებას,კვლევას, მსჯელობა-ანალიზის უნარს;გამოიყენებენ სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას; განსაზღვრავენ კითხვის მიზანს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) : ია ჩადუნელი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : iaa.Chaduneli@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:





No comments:

Post a Comment