Thursday, December 19, 2013

პროექტი-გრაგნილიდან ელექტრონულ გამოცემამდე

1.      პროექტის სახელწოდება: - გრაგნილიდან ელექტრონულ გამოცემამდე;
2.      პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით: -მოსწავლეთა მიერ თანატოლებსა და თანამედროვე საზოგადოებაში კითხვისადმი ინტერესისა და დამოკიდებულების კვლევა;
3.      პროექტის აქტუალობა: -კითხვისადმი ინტერესი გაიზრდება,მოახდენენ წაკითხულის და მოძიებულის ერთმანეთთან შედარებას, გააკეთებენ ანალიზსს და შეფასებას, რაც განავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებას, აამაღლებს შემეცნებით-შემოქმედებით გემოვნებას;
4.      პროექტის მიზნები: -დამოკიდებულების კვლევა და პროექტის მიზნები:-კითხვისადმი ანალიზი;ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალების მოძიება და გაანალიზება;ესეებისა და თემების დაწერა-პრეზენტაცია; დისკუსიის,აქციის, ლიტერატურული კომპოზიციის და მხატვრული კითხვის კონკურსის ჩატარება კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით;
5.      მონაწილეთა ასაკი: -13-14 წელი;
6.      ვადები/ხანგრძლივობა: -2014 წლის მარტი-აპრილი(2 თვე)
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: -კითხვისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა;კითხვის მიზნის განსაზღვრა და შესაბამისი სტრატეგიის არჩევა; დამოუკიდებელი აზროვნების,შემეცნებითი, შემოქმედებითი და მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების განვითარება; წიგნისა და კომპიუტერის სათანადოდ გამოყენება ახალი ინფორმაციებისა და ცოდნის მიღების მიზნით; გამოიცეს ბუკლეტები word-ში , კედლის გაზეთი, მოძიებული მასალები გამოქვეყნდეს ბლოგზე; სლაიდები აიტვირთოს power point-ში; წიგნთან საზოგადოების დამოკიდებულება - სტატისტიკური გამოკითხვა-excel-ში გაკეთდეს სქემის სახით;
8.      პროექტისათვის საჭირო რესურსები: - სახელმძღვანელო, კომპიუტერი,თაბახის ფურცლები(თეთრი-ფერადი) ფორმატი,მარკერები,ციფრული გადამღები,პროექტორი,მონიტორი.
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითაბებიდი აქტივობები); - მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად:1-ჯგ.-ეძლევათ დავალება,რომ მოიძიონ მასალები ინფორმაციის გადაცემის საშუალებებზე უძველესი დროიდან დღემდე; 2-ჯგ.-მოიძიებენ მასალებს წიგნის ბეჭდვის ქსილოგრაფიული და ტიპოგრაფიული მეთოდების შესახებ და მოახდენნ მათ ერთმანეთთან შედარებას; 3-ჯგ.-მოახდენენ ქართული ბეჭდური წიგნის წარმოშობისა და მათი განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას;
თითოეული ჯგუფი დაამზადებს ბუკლეტებს word-ში;გამოაქვეყნებენ ბლოგზე, ატვირთავენ სლაიდებს pover point-ში.კვლევების დასასრულს დაწერენ ესეს, მოახდენენ მათ პრეზენტაციას, გამართავენ მეგობრებთან დისკუსიას, ჩაატარებენ ლიტერატურულ კომპოზიციას და მხატვრული კითხვის კონკურსს კითხვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: -მოსწავლეები შეძლებენ  და ისტორიულ ეპოქებთან დააკავშირებენ ფაქტებსა და მოვლენებს;
-მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას კომუნიკაციის განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე;
გამოიმუშავებენ დამოუკიდებელ აზროვნებას,კვლევას, მსჯელობა-ანალიზის უნარს;გამოიყენებენ სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას; განსაზღვრავენ კითხვის მიზანს.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) : ია ჩადუნელი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა : iaa.Chaduneli@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:





Monday, December 16, 2013

ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა

შეფასების რუბრიკა-ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა

კრიტერიუმი/შკალა
საუკეთესო
კარგი
საშუალო
დაბალი
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
პრეზენტაციის შინაარსი მთლიანად შეესაბამება ყოველ კომპონენტს,აქვს საინტერესო შესავალი, ნაშრომი წარმოდგენილია კვლევების საფუძველზე;
ნაშრომი ზოგადად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს, ნაკლებად იკვეთება კვლევები.
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ნაშრომი არ შეესაბამება შინაარსს.
ორიგინალურობა
პრეზენტაციის წარმოჩენისას ჩანს პრობლემის გადაჭრის გზები, თემა გასაგებად არის გაშლილი, მთლიანად ორიგინალურია;
ნასრომში ჩანს პრობლემის გადაჭრის გზები, თემა გასაგებადაა გაშლილი, თუმცა მათ შორის ნაკლებადაა ლოგიკური ჯაჭვი;
მინიმალურად შეესაბამება პრეზენტაციის მოთხოვნილებებს;
ნაშრომიდან იკვეთება რომ დარღვეულია საავტორო უფლებები,დასტურდება პლაგიატიზმი;
დავალებასთან შესაბამისობა
პრეზენტაცია სრულად შეესაბამება მოთხოვნილებებს,არის კოტაქტაი აუდიტორიასთან, დაცულია დროის ლიმიტი;
ნაშრომი მიყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგიერთი ზედაპირულად;
ინსტრუქციის მხოლოდ ზოგიერთი ნაწილია დაცული;
საერთოდ არ შეესაბამება ინსტრუქციას;
მთლიანი შთაბეჭდილება
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული;
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნილებები ზოგადად არის გათვალისწინებული;
მიზანი მინიმალურად არის მიღწეული, გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა;
მიზანი არ არის მიღწეული, მოთხოვნილებების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული;

გაკვეთილის გეგმა-ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა

საბაზო საფეხური
მეცხრე კლასი
გაკვეთილის თემა
ქართული ხუროთმოძღვრება-ხიდთმშენებლობა
გაკვეთილის მიზანი
-ისტორიული განვითარების პროცესში კულტურული მემკვიდრეობისა და ცვლილებების გააზრება-შეფასება;
-სხვადასხვა ტიპის წყაროდან ინფორმაციის მოპოვება ქართული კულტურის თავისებურებების შესახებ ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში;
-კვლევა ქართული ხიდთმშენებლობის, როგორც ტექნიკური შემოქმედების თვალსაჩინო დარგის შესახებ;
წინარე ცოდნა
ქართულ სამეფოებს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ქონდათ საბერძნეთის, რომის და წინა აზიის ქვეყნებთან, რაც აისახებოდა ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე;ქართველ ხალხს თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად საკმაოდ მაღალი თვითმყოფადი, მაგრამ არა კარჩაკეტილი კულტურა ქონდა.
საქართველო გეოგრაფიული მდგომარეობით წარმოადგენდა ბუნებრივ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ამიტომაც აქ ხდებოდა ორივე მხრიდან მომდინარე ტრადიციების საინტერესო შერწყმა,რაც თავისებურ იერს აძლევდა ქართულ კულტურას მთელი მისი არსებობის მანძილზე,განსაკუთრებულობით გამორჩეულია ქართველი ხალხის ტექნიკური შემოქმედების ნიმუში-ხიდთმშენებლობა,რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ქონდა მოსახლეობისთვის.
ინდიკატორი-ეროვნული სასწავლო გეგმა
-მოსწავლეს შეუძლია რუკაზე აღნიშნოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სხვადასხვა ეპოქის სავაჭრო გზები;
-ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და მსჯელობს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ ან უშლიდნენ ვაჭრობის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში;
-მსჯელობს თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოში ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად;
-მსჯრლობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ.

გაკვეთილის მსვლელობა
გაკვეთილი იწყება მინი ლექციით ქართული კულტურის თავისებურებების შესახებ ანტიკურ და ფეოდალურ ეპოქაში და არქიტექტურული ნაგებობების სასიცოცხლო მნიშვნელობაზე მოსახლეობისათვის.[5წთ,]
A-ფაზა /გამოწვევა
აქტივობა1,დრო 20წთ.
-რუკის გამოყენებით ასახელებენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო გზებს სხადასხვა ეპოქაში;
-მუშაობენ წყვილებში ცხრილებზე,სახელმძღვანელოს და მოძიებული მასალების საშუალებით აჯგუფებენ ვაჭრობის განვითარებისთვის საჭირო ფაქტორებს;
-მსჯელობენ თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები გადასაადგილებელი საშუალებების პარალელურად;
-გამოკვეთენ ქართველი ხალხის ტექნიკური შემოქმედების ძირითად დარგს-ხიდთმშენებლობას,რომელიც ხელოვნებაში მაღალ დონეზე იდგა,ხელს უწყობდა მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას;
B-ფაზა
აქტივობა2,დრო 10წთ.
ინდივიდუალური მუშაობა სქემაზე-ეძლევათ დავალება თეზისების სახით ჩამოაყალიბონ მოპოვებული და გაკვეთილზე დამუშავებული ინფორმაცია.
C-ფაზა
საშინაო დავალება,დრო 5წთ.
გაკვეთილის არგუმენტირებული შეფასება მასწავლებლის მიერ.
შეფასება
განმავითარებელი-თვითშეფასება
აწარმოონ საკუთარ სასწავლო აქტივობაზე ჩანაწერები თვითშეფასების ცხრილში[5წთ.]
რესურსები
სახელმძღვანელო,წყაროები, რუკა,ცხრილები,ინტერნეტ-ინფორმაცია,ფოტო- მასალები, სლაიდები.

გაკვეთილის პრეზენტაცია-კონფლიქტები ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი

კონფლიქტები-ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი

კრიტერიუმი/შკალა
საუკეთესო
კარგი
საშუალო
დაბალი
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
ზოგადად შესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
არ შეესაბამება შინაარსს,
ორიგინალურობა
მთლიანად ორიგინალურია.
საკმარისად ორიგინალურია.
მინიმალურად ორიგინალურია.
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
დავალებასთან შესაბამისობა
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მიყვება ინსტრუქციებს,თუმცა ზედაპირულად .
მიყვება ინსტრუქციისგან მხოლოდ ზოგიერთს.
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მთლიანი შთაბეჭდილება
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
მიღწეულია გარკვეული მიზანი და მოთხოვნა.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი,გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიზანი არ არის მიღწეული,არ არის გათვალისწინებული  მოთხოვნების  უმრავლესობა.

Friday, December 13, 2013

გაკვეთილის გეგმა-კონფლიქტები- ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი

გაკვეთილის თემა
კონფლიქტები ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ია ჩადუნელი
სწავლების საფეხური კლასი
საბაზო მერვე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
18
გაკვეთილის მიზანი და შედეგი
კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების ახსნა,ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და ინფორმაციის ამოღება, შედარება,შეფასება, დასკვნის გამოტანა.
ე.ს.გ.ინდიკატორები
1.კონფლიქტის ტიპოლპგია:ომები ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები,2.კონფლიქტები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის,3.თავისუფლებისათვის ბრძოლა შუა საუკუნეების ევროპაში:ინგლისი:რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი;საფრანგეთი:1789წლის რევოლუცია რესპუბლიკიდან იმპერიამდე;ა.შ.შ-ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
წინარე ცოდნა
კონფლიქტური სიტუაციის დახასიათება,მათი დაკავშირება ევროპაში მიმდინარე პროცესებთან.
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა
აქტივობა 1, დრო -3-5წთ.
1.შესავალი-ვაცნობთ გაკვეთილის თემას და მის ირგვლივ შესასრულებელ სამუშაოს(3-5წთ),გაკვეთილი იწყება გ.ი.-ის მეთოდით „რა ასოციაციას იწვევს ტერმინი კონფლიქტი?“პასუხები იწერება დაფაზე,შემდეგ კიდევ ერთი კითხვა“რა სახის კონფლიქტები არსებობს რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზები?მოსწავლეთა პასუხების სრულყოფა ხდება კონფლიქტის საგნის, საშინაო და საგარეო კონფლიქტების არსსა და მიზეზებზე საუბრით. აქტივობა2,დრო-10-წთ..
B ფაზა-2.კლასს ვყოფთ ჯგუფებად და ვაძლევთ დავალებას კონფლიქტის მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, მუშაობენ ცხრილზე, გამოთქვამენ მოსაზრებებს თავიდან აცილებისა და სამართლებრივი მოგვარების თაობაზე,3.ჯგუფების ნაშრომების პრეზენტაცია,4.ნაშრომების შეფასება, მსჯელობა თემის გარშემო, დასკვნების გაკეთება,20-წთ.
Cფაზა დრო -5წთ. საშინაო დავალება-ცხრილში თეზისების სახით ჩამოაყალიბონ მიღებული ცოდნა.
შეფასების საგანი და პროცესები
განმავითარებელი შეფასება-თვითშეფასება(კითხვარის და ცხრილის საშუალებით)დრო- 5წთ.
გამოყენებული რესურსი
სახელმძღვანელო, რუკა,დაფა, მარკერები,ფორმატები, პროექტორი,კომპიუტერი,ინტერნეტ -მასალა.